ახალი ამბები
გორის ქუჩებში ახალი წარწერები გაჩნდა
,,ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა" - ამ შინაარსის წარწერები გორის ქუჩებში გაჩნდა.

ისინი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთეს.

რუსეთის საჰარო ძალებმა გორი 2008 წლის 9-10 აგვისტოს დაბომბეს.

ჭურვები კომბინატისა და ვერხვების დასახლებაში ჩამოყარეს. 11 აგვისტოს კი, გორის ცენტრში კასეტური ბომბი ჩამოვარდა.

სამივე დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

2008 წლის 7-8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას სცადეს.

საპასუხოდ, რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეიჭრა და სამხედრო ბაზების დაკავება დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები