ახალი ამბები
თხევადი აირის დეფიციტი გორში
გორში გაზგასამართ სადგურებზე თხევადი აირის დეფიციტია.

გაზზე მომუშავე ყველა ავტომანქანის მფლობელმა ბალონების შესავსებად ,,ნეოგაზის" გაზგასამართს მიაკითხა.

მძღოლების განცხადებით, ქალაქში მხოლოდ ეს ერთადერთი სადგური მუშაობს.

როგორც გაირკვა, ქალაქში დეფიციტი ორი დღეა გაჩნდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მუშაობს სხვა გაზგასამართი სადგურები, გვითხრეს, რომ დისტრიბუცია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" შეწყვიტა.

,,ნეოგაზი" კი, ამ ქსელის გარეთაა.

,,ეს იმიტომ, რომ ვინც ეგ გაზგასამართი გააკეთა, იმათი ხალხი ,,გორიგაზში" მუშაობდა" - გვითხრეს ,,ნეოგაზის" კონკურენტებმა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები