ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 12 კომბაინი მუშაობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეის მდგომარეობით 12 ერთეული კომბაინია მობილიზებული.

შპს „მექანიზატორის“ ტექნიკ 615 ჰექტარზე 300-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურნენ.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დარჩენილია 490 ჰექტარი ნათესი ფართობი.

,,მისი აღებაც უახლოეს მომავალში აგროოპერაციის ვადის სრული დაცვით დასრულდება." - ამბობს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

დღეს ბრეძის თემში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი ჩავიდნენ.

ბრეძის თემში მოსავალს 350 ჰა მიწის ფართობზე აიღებენ.

,,ხორბალი, ქერი და შვრია ბრეძაში 400 ფერმერს აქვს დათესილი. მოსავლის აღების სამუშაოებს აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები ახორციელებენ, რომლებიც აგროვადების დაცვით მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა." - იუწყება პრეს-სამსახური.

პროცესში ჩართულია შპს“მექანიზატორის 87 ხოლო აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი.შიდა ქართლი - 53 („მექანიზატორი“ – 39, აზერბაიჯანული - 14) პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები