ახალი ამბები
მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს ბორბლებში შეუვარდა
სოფელ შავშვებთან ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,სუბარუს" მარკის ჯიპს დედა მართავდა, რომელსაც თან 1 წლამდე ბავშვი ახლდა.

სწორედ, ამ მანქანის წინა მარცხენა მხარე ტრაილერის კონტეინერის ქვეშ აღმოჩნდა.

დედაც და ბავშვიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ავარიის მიზეზებს არკვევენ.

















Print

სტატიის გამოყენების პირობები