ხაშური მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირების პროექტირების
სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე
მიიღეს.
დოკუმენტში, რომელიც მოსახლეობის გაზით მომარაგებისთვის საჭირო
ღონისძიებებს განხორციელებას ითვალისწინებს, სოფლები: დიდი სატივე,
პატარა სატივე, ახალსოფელი და აგარები შევიდა.
„ხაშურში კიდევ 4 სოფლის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობის წელს
განხორციელება ძალიან მისასალმებელია. ეს დააჩქარებს პროცესს, რათა
სხვა სოფლებში უფრო ადრე შევიდეს ბუნებრივი გაზი“, - აცხადებს ხაშურის
გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბიჯნისსა და ზეკოტაში
გაზიფიცირების სამუშაოები უკვე განხორციელდა.
სტატიის გამოყენების პირობები