ახალი ამბები
ცხინვალში რეგიონში დღეში 200 ტონამდე ქართული პროდუქტი შედის
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაევი სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების სიძვირით დაინტერესდა, რომელიც ახალგორის რაიონში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი სოფლებიდან შეაქვთ.

ამის გამო დიმიტრი კოზაევი ახალგორის რაიონში იმყოფებოდა და სიტუაციას გაეცნო.

დე-ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერის ვიზიტის შემდეგ, მესაზღვრეებმა და ცხინვალის ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა გამშვებ პუნქტზე" ზედამხედველობა გააძლიერეს.

,,რაზდახანის" გამშვები პუნქტი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. იქ ყოველდღიურად, დაახლოებით 700 ადამიანი გადის რეგისტრაციას. მათი უმრავლესობა პირობით საზღვარს კომერციული დანიშნულებით კვეთს.

თითო ადამიანს 50 კგ-მდე წონის პროდუქტის გატარება შეუძლია.

,, ჩვენი რესპუბლიკის გარემოსა და ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პოლიციის რაიონული განყოფილება მონიტორინგს განახორციელებს. დილის 6:30 საათიდან საღამოს 20 საათამდე გამშვებ პუნქტს უამრავი ადამიანის გაივლის. დღეში დაახლოებით 200 ტონა პროდუქტის გატარება ხდება." - განუცხადა ოსურ სააგენტოებს რაიონის განყოფილების უფროსმა რობერტ ბითაროვამ.

პოლიციის რაიონული განყოფილების წარმომადგენლობა მონიტორინგის განხორციელების შემდეგ თავის მოსაზრებას ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას გააცნობს.

დე-ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერის კოზაევის თქმით, ,,რაზდახანის" გამშვებ პუნტზე არსებული სიტუაციის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები