ახალი ამბები
,,ხინჩეგა, ჩემპიონ!" - რა ხდებოდა ოთხი წლის წინ გორში
ლადო ხინჩეგაშვილს, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ჩემპიონად თვლიდნენ.

,,ხინჩეგა, ჩემპიონ" - მას გორში ამ შეძახილებით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადიდან დაბრუნების დროს, დახვდნენ.

წინა ოლიმპიადიდან ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. სპორტულ სამყაროში თვლიდნენ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლონდონიდან ოქროს ტოლფასი ვერცხლი წამოიღო.

გულშემატკივრები მსაჯების უსამართლობაზე საუბრობდნენ.

2016 წლის რიოს ოლიმპიადიდან კი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კუთვნილი ოქროს მედალი წამოიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები