ახალი ამბები
,,ბიუჯეტი ცარიელი დამხვდა” – ერთჯერადი სოციალური დახმარების თანხა უკვე ამოიწურა

რას ითვალისწინებს მე-12 მუხლი? მისი ფორმულირება ასეთია: ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა) და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500(ხუთას) ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის წარდგენა ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს ევალება.”

ელენე გაგლოშვილი სოციალური დახმარების გაცემის წესში, მხოლოდ, მე-12 მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დანარჩენებია: 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო კვლევა2. ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დაფინანსდება არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით, 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება. 6. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება 7. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 10. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება. 12. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება. 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 14. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება.

დავით ჩიხლაძე ამბობს, რომ მე-12 მუხლის გარდა, თანხები ყველა მუხლში დარჩენილია. ,,მე-12 მუხლის ფარგლებში მიმდინარე წელს უკვე 460 მოქალაქეზე გავეცით დახმარება. თანხა გასულ კვირას ამოიწურა, ბოლო სხდომა სამშაბათს 11 მაისს ჩატარდა.” – აცხადებს დავით ჩიხლაძე.

მთლიანად, 12-ვე კატეგორიაში, მუნიციპალიტეტმა 1254 პირზე გასცა დახმარება. დავით ჩიხლაძე ირწმუნება, რომ მე-12 მუხლისთვის წლის დასაწყისშივე ითხოვდა უფრო მეტ თანხებს და მისი ასე მალე ამოწურვა თავიდანვე იწინასწარმეტყველა:

,,მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მე-12 მუხლისთვის არ იყო საკმარისი თანხები და ვცდილობდი, უფრო მეტი გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ რა ვქნა, მაინც ასე დაამტკიცეს” – აცხადებს ჩიხლაძე.

ბიუჯეტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა. მის შემდეგ (არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე) რამდენიმე ცვლილება შევიდა, კერძოდ, ახალბაღში (სკვერში) ასფალტის სამუშაოებისთვის 170 ათასი ლარი გაწერეს. სოციალური დახმარების ეს მუხლი კი არავის გაახსენდა.

ელენე გაგლოშვილი მარტოხელაა, ის მხედველობას უჩივის და სოფელ უფლისციხეში ცხოვრობს. უსინათლოთა კავშირის დახმარებით, როგორც ყველამ, 2 კვირის წინ 50 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ერთჯერად სოციალური დახმარების მუხლს (მე-12 მუხლს), შეივსება თუ არა ის ახალი თანხებით, ამას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებული ახალი გუნდი ,,იზრუნებს”. დავით ჩიხლაძის თქმით, ამის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

,,არჩევნების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მე-12 მუხლს სხვა მუხლებიდან დაემატოს თანხები, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა მუხლს მოაკლდება თანხები. ან კიდევ ნოემბერ-დეკემბერში, როცა ბიუჯეტში ნაშთი დარჩება, დარჩენილი ნაშთიდან მე-12 მუხლი შევავსოთ. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს ნარჩენი თანხიდან 300 მოქალაქეს მივეცით სოციალური დახმარება” – განმარტავს დავით ჩიხლაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები