კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი
დაიდგმება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,მაზნიაშვილი - ქართული სოფელიდან" აცნობეს.
საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის მონუმენტი მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინიციატივით დაამზადეს.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, ბიუსტის დადგმა გენერლის დახვრეტის
დღეს ემთხვევა. ყოველი წლის 9 სექტემბერს მუზეუმის ეზოში ამ დღეს
სხვადასხვა ღონისძიებებით
აღნიშნავენ.
1937 წლის 9 სექტემბერს მაზნიაშვილი დახვრიტეს. სახლ-მუზეუმი
2006 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სახსრებით
გარემონტდა.
სტატიის გამოყენების პირობები