ახალი ამბები
ხაშურის პროკურორის მანქანას ავარია მოუვიდა
ხაშურის პროკურორის ირაკლი შანიძის მანქანა ავარიაში მოჰყვა.

შემთხვევა გორში კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის წინ, გვიან საღამოს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ოცმეთაურის ილია ბაბუციძის ეკიპაჟის წევრებმა ახსნა-განმარტება, როგორც პროკურორის, ასევე, საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ჩამოართვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლებს, მხოლოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს. სიმთვრალე არც ერთს დადგინდა.

პროკურორ ირაკლი შანიძის თქმით, ის გორში შიდა ქართლის პროკურატურაში მიდიოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები