ახალი ამბები
ჩხუბის ფაქტზე სამხედროები დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხუბის ფაქტზე სამხედროები დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხინკლის სახლში განუცხადეს.

ნასვამ პირებს შორის დაწყებული უთანხმოება შენობის გარეთ ჩხუბით გაგრძელდა. 

,,შიგნით არაფერი მომხდარა. გარეთ როცა გავიდნენ, იქ მოსვლიათ ჩხუბი" - გვითხრეს ხინკლის სახლის წარმომადგენლებმა.

ჯერჯერობით უცნობია დაკავებულ პირთა რაოდენობა. 

სამხედროებს შორის დაპირისპირება წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები