ახალი ამბები
ალასანია წმინდაწყალზე ამომრჩევლებს შეხვდა
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წმინდაწყალზე ,,9 სართულიანების" მცხოვრებლებს შეხვდა.

საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ალასანიას პენსიების გაზრდის, შრომის კოდექსის გაუმჯობესებისა და საჯარო სამსახურში მომუშავეთა მიმართ დაშინების ფაქტების შესახებ ესაუბრნენ, ასევე, ყურადღება მოუწესრიგებელ ლიფტებზეც გაამახვილეს.

,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახდო პოლიცია გაუქმდება, ხოლო მცირე შემოსავლიან  მეწარმეებისთვის გადასახადების მდგომარეობა გაუმჯობესდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები