ახალი ამბები
სამუშაოდან დაბრუნებული ტრაქტორი გზიდან გადავარდა
სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ტრაქტორი სავალი გზიდან გადავარდა.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ხიდისთავი-უფლისციხის საავტომობილო გზაზე წუხელ გადაიღო.

მძღოლი გადარჩა. პოლიციამ გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

იყო თუ არა ტრაქტორისტი ნასვამი, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია ჯერ არ გააჩნია. რედაქცია შს სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო.



პირველი ფოტო გადაღებულია შემთხვევის ადგილზე 28 სექტემბერს



2. ფოტო გადაღებულია ერთი თვის წინ
Print

სტატიის გამოყენების პირობები