ახალი ამბები
კარალეთში თამაზ ჭეჭელაშვილის საბძელს ხანძარი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში თამაზ ჭეჭელაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საბძელს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სამაშველო სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მივიდნენ, თუმცა, შინაური საქონლისთვის მოგროვებული ზამთრის სარჩო განადგურდა.

120 ტუკი თივა, 6 ტომარა ქატო, ქერი განადგურდა. გადარჩენილი თივის ნაწილი კი, წყლის ჭავლით დასველდა და გამოუსადეგარი გახდა.

ცეცხლი საბძელს გვიან საღამოს დაახლოებით 22 საათზე მოეკიდა. საბძლის გვერდით საქონლის სადგომია.

თამაზ ჭეჭელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი შუაღამისას გაჩნდებოდა, საქონელიც დაიღუპებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები