ახალი ამბები
ჰუმანიტარული აქცია გამყოფი ხაზის სოფელ კნოლევში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევში ჰუმანიტარული აქცია საქველმოქმედო ფონდ ,,სავსე გულის" წარმომადგენლებმა გამართეს.

დაახლოებით 100 კომლიან სოფელში, დახმარების მისაღებად, სოფლის ცენტრში თითქმის ყველა შეიკრიბა.

ერთჯერადი პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ადგილობრივმა მკვიდრმა დარეჯან ცუხიშვილმაც მიიღო. მან საჩუქრებით სავსე ყუთი ჟურნალისტების თანდასწრებით გახსნა.

კნოლეველების დახმარების იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ეს სოფელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არაპოპულაური ადგილია - მიაჩნიათ საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს.

სოფელს მაღალმთიანი დაახლების სტატუსი არ მიუღია და, შესაბამისად, მოსახლეობა ყველა იმ შეღავათს და სარგებელს მოაკლდა, რომლითაც მთის კანონს უნდა მიენიჭებინა.

მაღალი პენსიები, პედაგოგებისთვის დამატებითი ანაზღაურება, მრავალშვილიანებისთვის დამატებითი ფულადი დახმარება და ა.შ. კნოლეველებისთვის არ იქნა გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები