ხაშურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს.
12:00 საათის მონაცემებით 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი
არ დაწერილა.
რაც შეეხება აქტივობას 12:00 მონაცემებით #43 მაჟორიტარულ ოლქში
საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა 7063 (14,13%) ამომრჩეველმა
მოიხადა.
ხაშურში სულ 52 უბანი და 50 001 ამომრჩეველია.
#43 მაჟორიტარულ ოლქში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და
„მრეწველების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე იბრძვიან.
სტატიის გამოყენების პირობები