ახალი ამბები
ქარის პირველი ელექტროსადგური დღეიდან ამუშავდა
დღეიდან ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა. ტურბინები უკვე ჩართულია.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ელექტროსადგურს ფუნქციონირება ნოემბრის თვიდან უნდა დაეწყო.

პრეზენტაცია კი, 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა.

2016 წლის მარტიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის საერთო ღირებულების 70%-ი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, სესხის სახით, შეავსო, ხოლო დანარჩენი 30%-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა გაიღო.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ სიმძლავრე გათვლილია 20.7 მეგავატზე, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი, - 88 მლნ კვტ.საათზე.

ჯერ კიდევ, 2013 წლის აგვისტოს ქარის სიჩქარის და მიმართულების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა, რომლის 1 წლის მონაცემებზე დაყრდონით, ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მომზადდა.

ანგარიში ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული კომპანიამ, „MEVENTUS”- მა წარადგინა. ამასთანავე, ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა შეირჩა.

მშენებელ კომპანიას ტურბინები ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ „VESTAS BENELUX B.V” მიაწოდა.

სამუშაოების დასრულების სავარაუდო პერიოდი 2016 წლის სექტემბერი იყო.

ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები