ახალი ამბები
ხიდისთავში მაღაზიასთან მანქანა ორ ბიჭს დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტომანქანა ორ ბიჭს დაეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან დაუდასტურეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგაზრდებმა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

,,გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მძღოლი არ მიმალულა და მიზეზებს გამოძიება გაარკვევს" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

დაშავებულებს მკურნალობა საავადმყოფოში უტარდებათ. შემთხვევა გიორგობას, 23 ნოემბერს გვიან საღამოს მოხდა. თავდაპირველი შემოწმებით, მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები