ახალი ამბები
მანქანა საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჭიშკარს დაეჯახა.

შემთხვევა დღეს სოფლის ცენტრალურ მაგისტრალზე, ატენის გადასახვევთან მოხდა.

ავტომანქანას ტაქსის მძღოლი მართავდა. მისი თქმით, მოსახვევში საპირისპირო მხრიდან მოძრავ მიკროავტობუსს გვერდი აუქცია.

,,იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი. მარშუტკა მეჯახებოდა. საჭე მკვეთრად ავიღე და ამ ღობეს დავეჯახე" - გვითხრა ავტომანქანის მძღოლმა.

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ჭიშკრის ერთი მხარე, რკინის კონსტრუქცია გადავარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები