ახალი ამბები
გარაყანისძეების სასახლეს ექსპერტიზა ჩაუტარდება
სოფელ ლამისყანაში გარაყანისძეების ისტორიულ სასახლეს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასახლის მდგრადობის შესახებ დასკვნა 20 დეკემბრამდე იქნება მზად.

ირაკლი მეზურნიშვილმა დღეს დილით ლამისყანაში გარაყანისძეების სასახლე დაათვალიერა. მასთან ერთად ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი და პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც იმყოფებოდა.

,,ამ ეტაპზე შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ვიზუალურად, შენობა მე-19 საუკუნისაა, მაგრამ შესაძლოა შიგნით მე-17 საუკუნის ნაგებობებიც აღმოჩნდეს. ამიტომ, თავდაპირველად საჭიროა შენობის შესწავლა. ეს ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზეა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიიღო. შესაბამისად, ყველა ჩვენგანის ვალია მისი გადარჩენა" - აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.

ლამისყანაში გიორგი მოსიძეც იმყოფებოდა.

ისტორიული სასახლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

ამ სასახლეში დავით გურამიშვილის მეუღლემ ქეთევან გარაყანისძემ თავი მოიკლა. 

რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, სასახლის მდგომარეობით ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა.

ია თინიკაშვილის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები