ახალი ამბები
დაკავების მცდელობა გორში - მოქალაქეები უცხოელი სტუმრები აღმოჩნდნენ
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავება სცადეს.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში სავაჭრო ცენტრ ,,გალერეასთან" მოხდა.

ცხინვალის გზატკეცილზე მიმავალი პიკაპის მარკის ავტომანქანა მოულოდნელად გაჩერდა, მანქანიდან პოლიციელები გადმოხტნენ, ტროტუარზე მიმავალ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ჩხრეკა ჩაუტარეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს.

2-3 წუთის შემდეგ ორივე პიროვნება მანქანიდან გადმოსვეს.

ჩხრეკისა და მცირე ხნით დაკავების ფაქტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შეესწრნენ, რაც პოლიციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

უცხო პიროვნებებმა რუსულ ენაზე გვითხრეს, რომ ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან და გორში სტუმრად იმყოფებიან.


შსს გორში პოლიციელებსა და უცხოეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ ფაქტზე განმარტებას აკეთებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები