გუშინ გვიან ღამით გორის შს სამმართველოს თანამშრომლებსა და სომხეთის
მოქალაქეებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს
პრეს-სამსახური განმარტებას აკეთებს.
საქმე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალას
ეხება, რომლის მიხედვით, პოლიციელებმა ქუჩაში მიმავალი ორი მოქალაქე
ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და 2-3 წუთის შემდეგ
გადმოსვეს.
აღნიშნული პირები სომხეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ფაქტს შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შეესწრო.
სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული
პირები ქუჩაში ხმამაღლა საუბრობდნენ, პოლიციელები მივიდნენ
გადამოწმების მიზნით და დახმარება შესთავაზეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, სხვა ფაქტს, კერძოდ, დაკავების მცდელობას
ადგილი არ ჰქონია.
სტატიის გამოყენების პირობები