ახალი ამბები
,,წადი და მიჩივლე" - კამათი გუბერნატორსა და გამგებელს შორის (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

ქვახვრელის, ხიდისთავისა და ატენის სასმელი წყლის მილიონიანი პროექტები დათქმულ ვადებში არ შესრულდა.

ამის გამო, გამგეობამ მშენებელ კომპანიებს სამუშაოს დამთავრების ვადა 20 იანვრამდე გადაუწია.

გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ გამგეობის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.

გამგებელმა საყვედური არ მიიღო და ოქრომელიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

გუბერნატორის თქმით, ის სპეციალისტებთან ერთად პირადად იმყოფებოდა სამივე სოფელში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები