ახალი ამბები
,,გამოდით, გამოდით, ახალი წელია" - ძველით ახალი წელი გამყოფი ხაზის სოფლებში
ორგანიზაცია ,,ევროპის მოქალაქის" წევრების ორგანიზებით 13 იანვარს გამყოფი ხაზის სოფლებში თოვლის პაპამ და ფიფქიამ იმოგზაურეს.

ამის ამსახველი კადრები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

მსვლელობა 13 იანვარს საღამოს კარალეთიდან დაიწყო, გაგრძელდა გარეჯვარში, შემდეგ გადავიდნენ კირბალში, ზერტსა და მეჯვრისხევში.

საახალწლო განწყობას ჟურნალისტები ბერშუეთთან შეუერთდნენ.

აქედან გაიარეს ზეღდულეთი, ახალსოფელი, შავშვები, შემდეგ ახალი ხურვალეთის დევნილები, წითელუბანი და, ბოლოს, ფეიერვერკებით სოფელ ხურვალეთში მიიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით 7 იანვარს დაწყებული ღონისძიება ხვალ 15 იანვარს დასრულდება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები