ახალი ამბები
შავშვების დევნილთა დასახლების ახალი საბავშვო ბაღი ელექტროქურებით თბება
შავშვების დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაცია ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი,“ ასოციაცია „ელკანამ“ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთობლივად განახორციელა.

27 აღსაზრდელი, ამჟამად, ჯერ მხოლოდ ერთ ჯგუფშია გაერთიანებული.

მანამდე, ჩასახლებიდან ბავშვები სოფელ შავშვების ბაღში დადიოდნენ, რომელიც დასახლებიდან საკმაოდ შორსაა.

სააღმზრდელობლო დაწესებულება ამჟამად ელექტროქურებით თბება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები