ახალი ამბები
ზემო ხანდაკის სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი სასუქების მიღება გადაწყვიტეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი სასუქების მიღება გადაწყვიტეს.

ამის შესახებ ახალგაზრდებმა ინიციატივა მას შემდეგ გააჟღერეს, როდესაც სკოლაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს.

ტრენინგ-სემინარს, ძირითადად, მე-11 კლასელები დაესწრნენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის CENN-ის წარმომადგენლებს, შეხვედრის ორგანიზებაში, სკოლის დირექცია დაეხმარა.

ზემო ხანდაკის მოსწავლეებს მინერალური (ქიმიური) და ბუნებრივი სასუქებისთვის დამახასიათებელი ნიშნები გააცნეს.

გარემოსდამცველების აზრით, მინერალური ანუ ქიმიური სასუქები გრძელვადიან პერიოდში ნიადაგს ანადგურებს, ხოლო, ბუნებრივი სასუქი (ე.წ. კომპოსტი) - პირიქით, უფრო მეტად ამდიდრებს.

კომპოსტირებისთვის გამოიყენება მცენარეთა ნარჩენები, ფოთლები.

მოსწავლეებს ამ მეთოდის გამოყენებაში გარემოდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები