ახალი ამბები
გორში მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი გახდა
ქალაქ გორში, მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი გახდა.

ამის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა სამგზავრო ტრანსპორტის სალონებში მძღოლებმა დღეს გამოაკრეს.

გადაწყვეტილება, მგზავრობის 10 თეთრით გაძვირების შესახებ, ყველა კომპანიის მძღოლმა ერთობლივად მიიღო.

ქალაქში სამგზავრო გადაზიდვებს რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა დანახარჯების გაზრდამ გამოიწვია.

,,კერძოდ, გაძვირდა ბენზინი, გაძვირდა საბურავები" - აცხადებენ მძღოლები.

2017 წლის პირველ თებერვლამდე მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს შეადგენდა.

მძღოლების განცხადებით, პირველ დღეებში, მგზავრებს საფასურის სრულად გადახდას კატეგორიულად არ მოსთხოვენ.

,,დავაცდით ერთი კვირა მოსახლეობას, შესაძლოა, მან იცის, რომ დღეს მაგალითად 40 თეთრი ღირს. თანხა მეტი არა აქვს. წარწერას წაიკითხავს და მომავალში უკვე ეცოდინება ამის შესახებ." - გვითხრა კომბინატის დასახლების ე.წ. სამარშუტო ხაზის მფლობელმა.

ვალერი ვანიშვილის ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები