ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლას მშობლებმა 3 ათას ლარამდე ღირებულების ფარდები ,,შესწირეს"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში ახალი ფარდები მოსწავლეების მშობლებმა მიიტანეს.

სკოლის დირექტორის მიმოზა ღოლიჯაშვილის განცხადებით, სკოლამ ისინი შემოწირულობის სახით მიიღო.

თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილ სკოლაში, ამჟამად, დაახლოებით 3 ათასი ლარის ღირებულების ახალი ფარდებია დამაგრებული.

მოსწავლეების მშობლებმა (სოციალური დაუცველების გამოკლებით) 10-10 ლარი  შეაგროვეს. ამის შესახებ ისინი კამერასთან ღიად არ საუბრობენ.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ფარდები ნამდვილად მშობლებმა შეარჩიეს.

,,მე ის ვიცი, რომ შემოწირულობა კერძო პირებმა გააკეთეს" - აცხადებს დირექტორი.

შენობა აშშ-ს მთავრობის დახმარებით გარემონტდა, ინვენტარი კი, განათლების სამინისტრომ შეიძინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები