ახალი ამბები
ხაშურში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია
რამდენიმე საათიანი ინტენსიური თოვის შედეგად ხაშურში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვისაც გადაუღებლად თოვს.

გაწმნდითი სამუშაოები ქალაქში დილიდან მიმდინარეობს, ქუჩებზე იყრება ტექნიკური მარილი.

სამუშაოებს აიპი „ხაშურსერვისი“ და „სავანე“ ასრულებს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთა ურთიერთობის სამსახურის უფორსი ნინო სუხიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები არ არსებობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები