ახალი ამბები
გორის რკინიგზის სადგურზე ტუალეტი მხოლოდ თანამშრომლებისთვის იღება
გორის რკინიგზის სადგურზე საზოგადოებრივი საპირფარეშო მგზავრებისთვის დაკეტილია.

ამის მიზეზად, შესაბამის შტატზე დასაქმების მსურველის არასებობა სახელდება.

სადგურის წინ მდგარი ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ გასულ წელს, ერთერთმა მგზავრმა (ქალმა) თავის შეკავება ვერ შეძლო.

,,ჩემი თვალით დავინახე, გოგო ფოიედან გამოვიდა გარეთ ტირილით, გავიდა გვერდზე და ჩაიკეცა, თავი ვერ შეიკავა. მატარებლის მოსვლის დროს ბევრი ხალხია ხოლმე აქ" - გვითხრა ტაქსის მძღოლმა. 

ამ ამბის შემდეგ, საპირფარეშო გააღეს, თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ დაიკეტა. მამაკაცები ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მიწისქვეშა გადასასვლელში ახერხებენ. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები