ახალი ამბები
ზერტის ახალი საჯარო სკოლა (Photo)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ახალი სკოლა იხსნება.

შენობაში სასწავლო პროცესი განახლების პროცესშია. მოსწავლეები, რამდენიმე თვე, მეზობელი სოფლის საჯარო სკოლაში დადიოდნენ.

ჯერ კიდევ, 2013 წლის 26 ივლისს, აშშ-ში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანი საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, იმფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება და დანერგვა იყო.

მეორე კომპაქტის მთლიანმა ბიუჯეტმა 140 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტისა და კომუნიკაციების რეკოსტრუქცია მიმდინარეობს.

პირველ საერეაბილიტაციო სეზონზე მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო.

ხოლო მეორე ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება .

პირველ ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონში შემდეგ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო: სკრას, ტყვიავის, ოკამის, გორის #5,, ტინისხიდის, , ფხვენისის, ხიდისთავის, საქაშეთის, ზერტისა და ბებნისის საჯარო სკოლები, მთლიანად ამ ათ სკოლაში 2 114 ბავშვი სწავლობს.

მეორე ეტაპი ეკუთვნის - ხაშურის #9, შინდისის, ხელთუბნის, გორის #2, გორის #9, კეხიჯვარის, საღოლაშენისა და კავთისხევის საჯარო სკოლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები