ახალი ამბები
ღრომთან რუსმა მესაზღვრეებმა სამი კირბალელი მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ღრომთან რუსმა მესაზღვრეებმა სამი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური (კაგებე) ავრცელებს.

,,კაგებეს" წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები არიან კირბალელი ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი.

მათი დოკუმენტები ცხინვალის სასამართლოს გადასცეს.

წარდგენილი ბრალდება ,,საზღვრის უკანონო გადაკვეთას" გულისხმობს.

სოფელი ღრომი ცხინვალის რაიონს ეკუთვნის და სოფელ მეჯვრისხევს ესაზღვრება, კირბალი კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ თემში შედის..

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები