ახალი ამბები
ბავშვთა სახლიდან სახლების და მაღაზიების დამლაგებლობამდე
თეა ადუაშვილი სოფელ კარალეთში, სამ შვილთან ერთად,  ქირით ცხოვრობს.

თვითონ ბავშვთა სახლში გაიზარდა, ორი წელი მონასტერში გაატარა.

როცა გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური დედა სიმსივნით იყო დაავადებული, სოფელში ჩავიდა და დედას გარდაცვალებამდე მოუარა.

ამის შემდეგ, 16 წლის ასაკში, დედაქალაქში წავიდა. ერთერთ საცხობში დაიწყო მუშაობა.

მომავალი მეუღლეც გაიცნო და შვილებიც ეყოლათ.

,,თუმცა, კეთილი ამბები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ვერ აეწყო ჩემი ცხოვრება.  წამოვედი შვილებთან ერთად და ისევ კარალეთში დავსახლდი. ამ ბინის ქირასაც, 40 ლარს სხვა გვიხდის" - ამბობს თეა ადუაშვილი.

ზაფხულობით, მიწის ნაკვეთებში, ანაზღაურების სანაცვლოდ, თოხნის, სხვა დღეებში კი, გორში მუშაობს.

ალაგებს სახლებს, სუპერმარკეტებს, რესტორნებს, მაღაზიებს.

,,ამჟამად, ერთ მაღაზიას ვალაგებ დღეგამოშვებით, თვეში 50 ლარს მიხდიან. მინდა, რომ ვიმუშაო და ჩემ შვილებს არაფერი გაუჭირდეთ." - ამბობს თეა ადუაშვილი. 






Print

სტატიის გამოყენების პირობები