ახალი ამბები
გორის სოფლებში ტურიზმის ცენტრი ახალ ექსპედიციას იწყებს
გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი, ახალ ექსპედიციას სლოგანით: ,,ტურისტული გზამკვლევი მუნიციპალურ სფეროში“ - იწყებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტურისტული პოტენციალს შეისწავლიან.

ტურისტულ გზამკვლევში, თანდართული სპეციალური რუკის მიხედვით, ყველა თემში არსებული სიტუაცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საოჯახო სასტუმროები, მარნები, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილები, მდინარეები და გუბურები სათევზაოდ, ტყეები და საფეხმავლო ბილიკები ეკოტურიზმისთვის, ხალხური რეწვის ნიმუშები, მხატვრები, ოსტატები და ა.შ.

,,აღნიშნული ინფორმაციები, ბეჭვდითი სახით, ხელმისაწვდომი გახდება უფლისციხეში და საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, რაც ჩვენი თვალსაზრისით სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურისტების გორის მუნიციპალიტეტში სტუმრობას, ეს კი თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუ,ჯობესებაზე" - აცხადებს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე.

ახალი ექსპედიციის საბოლოო შედეგებს მინიმუმ უახლოეს ორ წელიწადში მიიღებს მუნიციპალიტეტი.

ამ პროგრამის შესახე 2017 წლის 27 თებერვალს 11 საათზე გორის მინიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, შეხვედრა ეწყობა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან.

მათთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე; გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორის მოადგილე თამაზ მაყაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები