ახალი ამბები
კარალეთის ბაზის ტერიტორიაზე სპეცრაზმის თანამშრომელი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი კარალეთის ბაზის ტერიტორიაზე დაიღუპა.

შემთხვევა 25 თებერვალს მოხდა.

გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ხელთუბანში გადაასვენეს.

სოსო ანესაშვილი 37 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანესაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ხელთუბნელების ვერსიით, სოსო ანესაშვილი, საბრძოლო წვრთნის დროს, სატვირთო მანქანას შეახტა და, სავარაუდოდ, არასწორმა მანევრირებამ იმსხვერპლა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები