კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში პაპიაშვილებს ორსართულიან
სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
გამგებლის წარმომადგენლის ცნობით, მთლიანად დაიწვა მეორე სართული.
სავარაუდოდ, ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა.
დაზარალებული ოჯახის მოსანახულებლად სოფელში შიდა ქართლის
გუბერნატორი, კახა სამხარაძე პირველ მოადგილესთან, იოსებ
ოქრომელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
იმყოფებოდა და არსებულ მდომარეობას ადგილზე გაეცნო.
გადაწყდა სამასალე ხით დახმარება, რის შემდეგადაც ოჯახი შეძლებს
დაზიანებული სახლის აღდგენას.
კერძოდ, დაიგება იატაკი, მოხდება გადახურვა და ფანჯრების ჩასმა.
პაპუაშვილების ოჯახმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს
გამოჩენილი ყურადღებისთვის.
სტატიის გამოყენების პირობები