ახალი ამბები
,,დედის დღეს" გორში 25 მელოგინე ქალს საჩუქრები მიუტანეს
გორის სამშობიარო სახლებში მყოფ 25 მელოგინე ქალს დღეს საჩუქრები მიუტანეს.

მერიის სახელით ,,იავნანაში" და ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დედებმა ჩვილებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური ნივთების სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს.

ისინი მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან შეიძინეს.

მელოგინეებს დედის დღე მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად მიულოცა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, მოადგილე-ზურაბ ჩხიტუნიძე და გამგეობის წარმომადგენლები, მერაბ მათიაშვილის სახელობის საავადმყოფოს ესტუმრნენ, მედ-პერსონალს დედის დღე მიულოცეს და ყვავილებით დაასაჩუქრეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვასილ ბაქრაძემ, სამშობიარო-გინეკოლოგიურ კლინიკა „დასტაქარი“- ში მყოფ დედებს მიულოცეს და გამგეობის სახელით საჩუქრები გადასცეს.

კასპის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები