ახალი ამბები
თებერვალში ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" 5,774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვლის თვეში "ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" 5,774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას
,,ბიზნეს კონტაქტი" ავრცელებს.

სადგური 27 იანვრიდან სატესტო რეჟიმიდან მოიხსნა და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა.

სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.


გლობალური ქარის ენერგიის საბჭოს ანგარიშის
თანახმად, 2030 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრეები 2.1 ტვტ-ს მიაღწევს, რაც მსლოფლიო ელექტროგენერაციის 20%-მდე იქნება.

2015 წლის ბოლოსთვის, ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 გვტ იყო, რომელიც მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოების 7%-ს უზრუნველყოფდა.

გასულ წელს 1,1 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული ქარის ენერგიის ინდუსტრიაში და ეს მაჩვენებელი შეიძლება 2,4 მლნ-მდე გაიზარდოს 2030 წლისთვის, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამ ფონზე  "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან
Print

სტატიის გამოყენების პირობები