ახალი ამბები
ხაშურის რაიონში შეშით დატვირთულმა მანქანებმა 5 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხალებთან სამანქანე ხიდი დაზიანდა.

ამის გამო, ხალებისა და ოსიაურის თემში შემავალ 5 სოფლის მოსახლეობას, რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტით მოძრაობა შეეზღუდა.

სამგზავრო მიკროავტობუსს კი, რეისი შემოვლითი გზით (სოფელ ხცისის გავლით) შესთავაზეს.

გამგეობის ცნობით, სოფლებამდე შემოვლითი ალტერნატიული გზით ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია, რადგან აღნიშნული შემოვლითი გზა 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პირობებშიც კი გაუვალია.

,,ეს გზაც უფუნქციოა გზის გაუვალობის გამო. თუ არ ჩავთვლით მეტყევეთა მაღალი გამავლობის ავტომობილებს." - აღნიშნავენ გამგეობაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, დაზიანებულ ხიდზე მოძრაობა 2017 წლის 14 თებერვლიდან აიკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო დაფები, გამაფრთხილებელი ლენტა და სხვა ამკრძალავი ნიშნები დამონტაჟდა, მოსახლეობა მაინც ცდილობდა მასზე გავლას.

გამგეობა იძულებული გახდა მისასვლელი გზა მიწაყრილით დაებლოკა.

ხიდის დაზიანება სოფლის გამგებელმა 9 თებერვალს შეამჩნია და გამგებელს აცნობა.

სოფლის გამგებლის გიორგი ლომიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამჟამად, გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 24 ათასი ლარი გამოიყო.

სამუშაოებისთვის კომპანია ,,ავტოსერვისცენტრი ალბა" დაიქირავეს და, გეგმის მიხედვით, რეაბილიტაცია 27 მარტს უნდა დასრულდეს.

ქვემოთ იხ. სოფლის გამგებლის წერილობითი განცხადება და მის მიერ გადაღებული ფოტოების ასლები

Print

სტატიის გამოყენების პირობები