ახალი ამბები
გორში სტალინის გარდაცვალების დღე აღნიშნეს
დღეს იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 64 წელი შესრულდა.

კომუნისტებმა და სტალინის სხვა მომხრეებმა ეს დღე საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქ გორში აღნიშნეს.

თავდაპირველად,  სახლ-მუზეუმის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი, გორის ღვთისშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს.

საბჭოთა ბელადის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი თავად გადაიხადეს, სასულიერო პირები მათთან არ მისულან.

გორში მცხოვრები ნაზი სტეფანიშვილი ამბობს, რომ 5 მარტი ყველა ჭეშმარიტი გორელისთვის მნიშვნელოვანი თარიღი უნდა იყოს.

იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან 1953 წლამდე, სიკვდილამდ,ე ერთპიროვნულად, მართავდა.

ის გორში 1878 წელს დაიბადა. მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია, 1935-37 წლების მასობრივი რეპრესიები, 1941-45 წლებში ფაშისტურ გერმანიასთან ომი, შემდეგ კი, ,,ცივი ომის" დაწყება.

სტალინის სახელობისაა ქალაქის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა მშობლების: ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს. სტალინის გამზირის სახელის შეცვლას, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დიდი ხანია ითხოვენ.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები