ახალი ამბები
ფოტომატიანე: სტალინის სახლ-მუზეუმი
სტალინის სახლმუზეუმს, ბოლო მონაცემებით, წელიწადში 15 ათასამდე დამთვალიერებელი სტუმრობს.

ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტები, ძირითადად, უცხოეთიდან: ჩინეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ლიდერობენ.

კომპლექსში შედის: სახლი (სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები იოსებ ჯუღაშვილმა გაატარა) და მის უკან მდგარი მუზეუმი.

საბჭოთა ბელადის მშობლიური სახლი 1937 წელს აღდგა. ეს ცნობა ,,საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაშია" (გამოც. თარიღი 1990 წ) დაცული. დამცავი პავილიონიც ამავე წელს აიგო.

ოფიციალურად, სტალინის ბავშვობის სახლი, ამჟამინდელი მდგომარეობით, 1937 წლის 10 ნოემბერს გაიხსნა.

ამავე წიგნში წერია, რომ 1939 წელს, მშობლიური სახლის მეზობლად, ერთსართულიან შენობაში ი.ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი გახსნეს. ის სულ ორ ოთახს მოიცავდა და ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალს ექვემდებარებოდა. დღეს ამ ერთსართულიანი შენობის კვალი აღარ ჩანს, რადგან მის ადგილზე პარკია გაშენებული.

რაც შეეხება სტალინის სახლ-მუზეუმის ამჟამინდელ შენობას, ის 1957 წელს აუშენებიათ. არქიტექტორი ა. ქურდიანი.








XX


Print

სტატიის გამოყენების პირობები