ახალი ამბები
მაგიდა, ლეპტოპი, ყავა - კომფორტი ბიუჯეტის ხარჯზე
შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე, 20 ყუთი ყავა ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.

ამისათვის 200 ლარი გაიწერა.

გუშინ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომ წელიწადში მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ადამიანს 100 ლარი მიეცემა.

თებერვლის თვეში გუბერნატორის აპარატის მიერ შეძენილი ,,ჯაკობს მონარქისთვის" საჭირო რაოდენობის თანხა (200 ლარი), გორში,  ორ მარტოხელა პირისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაა.

გარდა ამისა, ახალმა გუბერნატორმა ახალი სამუშაო მაგიდა, სამი ლეპტოპითურთ, შეიძინა. თითო კომპიუტერში 1260 ლარი გადაიხადა, ბიუჯეტის თანხიდან.

ამავე თვეში, მანქანაზე ხუნდები, დისკები და ქსენონის ნათურები დააყენა. ჯამში, პირადი მოხმარებისთვის (მანქანა, მაგიდა, ლეპტოპი, ყავა-ჩაი) 6 ათასი ლარი, ტენდერის გარეშე, დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები