ახალი ამბები
სამგზავრო ტრანსპორტის ამჟამინდელი ტარიფები გორის სოფლებში
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისკენ სამგზავრო ტრანსპორტის ტარიფები შეიცვალა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მძღოლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, იმ სოფლებისკენ, სადაც ფასი ჯერ მომატებული არაა, ტარიფი აპრილიდან მოიმატებს.

ფასების ცვლილება ამ ეტაპზე 20 თეთრით განისაზღვრა.

ფასთა ცვლილების მიზეზად საწვავის და ავტონაწილების ღირებულების გაძვირება სახელდება.

როგორც მძღოლები ამბობენ, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი.

,,სოფლებში მანქანებით დაიწყეს მგზავრების გადაყვანა. ე.წ. ტაქსები ჩვენ კლიენტს გვართმევს. თავდაპირველად, ვცადეთ, ფასის დაკლება, მაგრამ მოსახლეობა მაინც მსუბუქი ავტომანქანით არჩევს მგზავრობას. ჩვენ ფასი დავაგდეთ, თუმცა კლიენტი არ მოგვემატა. ამჟამად ფასის მომატება ისევ გვიწევს" - ამბობენ ისინი.

სალაროს მორიგეებმა გვითხრეს, რომ ფასმა ახალ ნიშნულს, მხოლოდ, სათემო-ქიწნისის მიმართულებით მიაღწია. ხოლო, დანარჩენ მარშრუტებზე ისევ ის ფასებია, რაც ადრე იყო - ანუ ფასების კლებამდე.











იხ. ტარიფები 8 მარტის მდგომარეობით




Print

სტატიის გამოყენების პირობები