გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
,,ბაბუშკინის ბაიკი" და ,,იაკობს მონარქი" ხაშოს კვრისთან და ვაფლთან
ერთად სტუმრებს არ მიართვეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის
გამგეობიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, დაახლოებით 50 ლარის ღირებულების საკონდიტრო
ნაწარმი 24 თებერვალს შეიძინეს.
,,24 თებერვალს გამგეობას პროფკავშირების წარმომადგენლები ესტუმრნენ,
შეხვედრა ჩაატარეს და ფურშეტიც თავიანთი სახსრებით მოაწყეს" -
აღნიშნავენ გამგეობაში.
ხელშეკრულების მიხედვით, ზემოაღნიშნული პროდუქტები მაღაზიიდან 24
თებერვალს მიაწოდეს, თუმცა, პროფკავშირებისთვის არ მიურთმევიათ.
ბიუჯეტის ფულით 24 თებერვალს შეიძინეს:
ყავა - იაკობს მონარქი, 1 ცალი, 200გ - 4,2 ლარი
ნამცხავრი ,,ბაბუშკინი ბაიკი" 0,5 კგ - 4,75 ლარი
შოკოლადი 11 კგ - 11,5 ლარი
ვაფლი 1 კგ - 5,5 კგ
ხაჭოს კვრი - 1 კგ - 8 ლარი
კანფეტი - 0,5 კგ - 3,75 ლარი
ნატურალური წვენი 950 გ, 2 ცალი, - 5,1 ლარი
ნატურალური წვენი - 500 გრ, 4 ცალი - 6 ლარი.
,,ეს ყველაფერი გამგებლის მისაღები
ოთახისთვის შეიძინეს. იმ შემთხვევაში, თუ გამგებელი სტუმარს მიიღებს,
უმასპინძლდება ყავით, წყლით, ტკბილეულით" - გვითხრეს
პრეს-სამსახურში.
იხ. ფოტო, გამგებელი სტუმრებთან

სტატიის გამოყენების პირობები