ახალი ამბები
ხიდისთავში ისტორიული ,,შიოს მარანი" აღდგა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მე-18 საუკუნის მარანი აღდგა.

ყოფილი სასულიერო პირის, შიო რამაზაშვილის სახლში, ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინ,  ,,ხიდისთაური" იწურებოდა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ამჟამინდელმა მფლობელმა სახლს თავისი ფუნქცია დაუბრუნა.

დღეს გიორგი დვალიშვილი ,,შიოს მარანის"  მასპინძელი იყო.

,,ეს სახლი კომუნისტების დამყარების პერიოდში მშენებლობის მაშინდელმა სამინისტრომ დაისაკუთრა.  შემდეგ, ჩემმა დიდმა პაპამ იყიდა. აქ რამაზშვილებს ვენახიც ჰქონდათ გაშენებული, სასულიერო პირს შიო რამაზაშვილის მარანი იყო. ახლა ამ ტერიტორიაზე ექვსი სახლი აქვთ. გადავწყვიტე, რომ ის ისტორიული მარანი აღმედგინა" - აცხადებს გიორგი დვალიშვილი.

ოფიციალური გახსნას ორგანიზება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრმა  გაუკეთა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები