ახალი ამბები
ფიზილ მამედოვი - პატრულის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გორში
ფიზილ მამედოვი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რიგებში ერთი წელია გამოჩნდა.

ის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია საპატრულო პოლიციის გორის განყოფილებაში.

24 წლის პატრულ-ინსპექტორი, საპატრულო პოლიციაში, სამმართველოს მაშინდელი უფროსის კახა ბუხრაძის პერიოდში დაინიშნა.

დაიბადა დაბა აგარაში, დაამთავრა გორის სასწავლო უნივერსიტეტი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2016 წლის 25 აპრილს, მან ერთ-ერთ მძღოლს ქარელიდან გორის გვირაბამდე სდია.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მძღოლი 55-ედ იყო დაჯარიმებული, რომელიც თბილისისკენ 200კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

იხ. ამავე თემაზე: პატრულის დევნა ქარელიდან გორამდე


Print

სტატიის გამოყენების პირობები