ახალი ამბები
გორში ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა
ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა.

ამის თაობაზე, მერიამ 50 000 ლარი გამოყო.

ანწუხელიძის ქუჩა გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

2016 წლამდე მას მოსკოვის ქუჩა ეწოდებოდა.

გარდა სკვერისა,  ანწუხელიძის ქუჩაზე საფეხბურთო მინიმოედანიც მოეწყობა. ამისთვის კი, დამატებით 93 ათასი ლარი გამოიყო.

სამუშაოები აპრილის ბოლოდან დაიწყება. პროექტები უკვე შედგენილია.

გიორგი ანწუხელიძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდა და წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ის 1984 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები