ახალი ამბები
ვაუჩერების გაცემის იმედით გამყოფ ხაზთან ნაკვეთები შემოდგომით ვერ დაამუშავეს
ოთხი წლის შემდეგ სახნავ-სათესი ფართობების დასამუშავებლად გათვალისწინებული ვაუჩერული პროგრამა შეწყდა.

ამის გამო, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას 2017 წლის გაზაფხულზე, მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით უწევს.

ერთი ჰა ფართობის დასამუშავებლად გათვალისწინებული თანხა, ამჟამად, 90 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს.

თანხის გადახდის სიმძიმე, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ოჯახებს დააწვათ.

ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის ფართობების ნაწილი შემოდგომით, სახელმწიფო ხარჯზე, დამუშავდა.

გამგებლის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი ამბობს, რომ ამავე პერიოდში, მიწის დამუშავება სახელმწიფო ხარჯზე, ყველას შეეძლო.

,,ვაუჩერები გასულ წელს ყველას ჰქონდა, რომლის მოქმედების ვადა 2016 წლის ბოლომდე იყო. ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობამ მიწის ნაკვეთი შემოდგომითვე დაამუშავა. რაც დარჩა, ის მცირე ნაწილია, თუმცა მათად შეეძლოთ მიწა დაემუშავებინათ" - აცხადებს იგი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა იმავე დღეს, ამავე თემში, დააფიქსირა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე, ის ნაკვეთები, რომლებიც დამუშავებულია და, ასევე ისინიც, რომლებიც არაა დამუშავებული.

ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის პროგრამის შეწყვეტის შესახებ, წინასწარ ცნობილი არ იყო.


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები