ახალი ამბები
ქარელის გადასახვევთან ავტომანქანა გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავდა.

ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, ქარელის გადასახვევთან დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაში მცირეწლოვანი ბავშვებიც მგზავრობდნენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები