ახალი ამბები
გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)
გორის ზოოპარკში ორი ბელი პირველ იანვარს გაჩნდა.

ისინი დედა დათვმა, უკვე ერთი კვირაა, სადგომიდან გაიყვანა და დამთვალიერებლებს მათი ნახვა შეუძლიათ.

პატარა ცხოველებს სახელები ჯერ ვერ შეურჩიეს. მამრი დათვი ცალკე ვოლიერში გაიყვანეს, სადაც მანამდე მაიმუნები იყვნენ. მაიმუნები თბილისის ზოოპარკში გაგზავნეს.


,,შეხე, შეხე, შმონავს, ილეთებს ასწავლის" - გვითხრა გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მინი ზოოპარკში თითქმის ყოველ დღე დადის მათ სანახავად.

ის შვიდი თვის წინ, ერთ-ერთმა დათვმა დატორა, რადგან მოაჯირზე გადავიდა ქვების ასაკრეფად.

,,ერთი რვა ცალი ქვა ეგდო ნასროლი, ესვრიან ხოლმე, გადავედი ასაკრეფად, თან თვალებში ვუყურებდი. მერე ჩამოვჯექი და ისე მომეპარა, ვერ გავიგე. ერთი თათი ხელში ჩამავლო და არ მიშვებდა. ეს მხარე ჩამომკაწრა ყურიანად" - იხსენებს გიორგი ჯაფარიძე.

ამ ამბის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა.

რა ბედი ელით მომავალში დათვებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხოველთა დამცველები არასათანადო პირობებზე საუბრობენ და გორის ე.წ. ზოოპარკის გაუქმებას ითხოვენ.














Print

სტატიის გამოყენების პირობები